გაყიდვების-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი მეტრომარტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი „მეტრომარტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების- კონსულტანტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში:  
კომპანია „მეტრომარტი“ არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტი“-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.  
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება; 
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის  გამოცდილება; 
  • რუსული ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა-პროდუქტის პრეზენტაცია;  
  • ინვოისების და საგარანტიო  ტალონის შევსება; 
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დროის რაციონალურად  გადანაწილების უნარი; 
  • ყურადღება დეტალებისადმი, პასუხისმგებლობა; 
  • დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი. 
  • რეზისტენტულობა; 
  • ლოიალურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამართილანობა და ეთიკურობა; 
  • გამართული მეტყველების უნარი; 

სამუშაო პირობები: 

  • სრული განაკვეთი 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@metromart.ge  2023 წლის 11 აპრილის  ჩათვლით. 
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე  არ განიხილება. 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებას!