მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას - იურისტი/ადვოკატის თანაშემწე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
- წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ დაიურიდიულ პირებთან;
- შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
- სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
- სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურისმოთხოვნების შესაბამისად.
- ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება;
- კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა დასასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისგანხორციელება;
- ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაასემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობისგანხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებშიდახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
- სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროშიანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროშიადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა(აუცილებელია)
- იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკურიაზროვნების უნარი;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი - 1500 -2 000 ლარი.
(კანდიდატის სამუშაო და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე განიხილებამაღალი სახელფასო განაკვეთიც)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილიდოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lawyerlaw36@gmail.com. subject-ში მიუთითეთ იურისტი/ადვოკატის თანაშემწე .
CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
ადვოკატის მოწმობის ასლი.