გამყიდველ-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი L'Arome Boutique - არომა ბუტიკი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
ნიშ პარფიუმერიის ბუტიკი L'Arome Boutique • ლარომ ბუტიკი  აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო ბილტმორში არსებული ფილიალისთვის გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არა სავალდებულო). 
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. 
  • ინგლისური და რუსული ენის  სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა, უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება . 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა. 
  • ინდივიდუალური/გუნდური მუშაობის უნარი. 
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი. 
  • პრეზენტაციის  და ინტერესეით გადმოცემის უნარი.  
  • ინტერესი კულტურის და მოდის ტენდენციების მიმართ. 
  • მხიარული, მომღიმარი, ორგანიზებული, მოწესრიგებული. 
 
მოვალეობები: 
  • არსებული პროდუქციის კვალიფიციური ცოდნა და მომხმარებლამდე მიტანა. 
  • კლიენტების მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საინტერესოდ მიწოდება . 
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის შემოწმება, დალაგება. 
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება. 
  • გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციაზე მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა . 
  • გაყიდვების პროგრამაში რეალიზაცია, სალაროსთან და ტერნიმალთან მუშაობა. 
 
პირობები: 
  • სავალდებულო 1 თვიანი (ანაზღაურებადი) სტაჟირების შემდეგ 
  • სრული განაკვეთი: კვირაში 6 საუშაო დღე. 
  • ანაზღაურება:  ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური პროცენტი გაყიდვებიდან (საშუალოდ 1000 ლარი და მეტი, დამოკიდებულია კანდიდატის უნარებზე ) 
 
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება როგორც ქართულ ასევე ინგლისურ/რუსულ ენაზე. 
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს და გსურთ აღნიშნული თანამდებობის დაკავება, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე,

ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@arome.ge  გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. "გაყიდვების კონსულტანტი“ 

გისურვებთ წარმატებას!