გენერალური დირექტორის პირადი მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი Spribe Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 2500
გამოცდილება: 10 წელზე მეტი მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: პირადი მძღოლი
შპს “Spribe Georgia” - SPRIBE-ის შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პირადი მძღოლის პოზიციაზე.
https://spribe.co

აუცილებელი უნარჩვევები და მოთხოვნები:
  • მანქანის მართვის 10 წლიანი გამოცდილება
  • პირადი მძღოლის და პირადი დაცვის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საგზაო წესების ცოდნა
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრიტიკულ სიტუაციებში ლავირების უნარი
  • ქალაქის, რაიონებისა და ქუჩების კარგი ცოდნა და კოორდინაცია

ძირითადი მოვალეობები:
  • უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტის გამართულობის და სისუფთავის უზრუნველყოფა
  • დირექტორის დავალებების შესრულება მოვალეობის ფარგლებში
  • საჭიროების შემთხვევაში, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
  • უცხოეთში მივლინების შესაძლებლობა (მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი)

ანაზღაურება: 2500 ლარი (ნეტი)

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: jobs-recruitment-georgia@spribe.co და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Spribe Georgia - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.