მაღაზიის მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი ალტა
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: მოლარე
შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან. 
 
კომპანია „ალტა“ აცხადებს  ვაკანსიას მაღაზიის მოლარის  პოზიციაზე, ქალაქ თბილისში. 
სამუშაო ადგილი : თბილისი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ფასების ცვლილების ყოველდღიური შემოწმება და ამობეჭვდვა; 
  • გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება; 
  • ზედნადებების, ინვოისის გამოწერა; 
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის) 
  • მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით) 
  • სალაროს წარმოება; 
  • მომხმარებლის უნაღდო ანგარიშწორება; 
  • შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა; 
  • დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა; 
  • მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტების დანიშნულებისამებრ გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად; 
 
საკვალიფიკაციო მოხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და/ან   რუსული ენების ცოდნა;  
  • პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელური; 
  • გულისხმიერი; 
  • პუნქტუალური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
  
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2023  წლის 10 აპრილის  ჩათვლით. 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.