სტაჟირება ბუღალტერიაში

თბილისი სტაჟირება ლოიალ ფართნერს
მივლინება: არა ხელფასი: 300
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: სტაჟიორი (ბუღალტერია)

ლოიალ ფართნერს  წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფინანსური მომსახურების კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ღირებულებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, რაც თანამშრომლებს თანაბარ საშუალებას აძლევს გამოავლინონ თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობები.

ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით ლოიალ ფართნერსმა უმოკლეს დროში დაასაქმა +15 ადამიანი და შეიძინა 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია.

 

ლოიალ ფართნერს აცხადებს სამთვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი დასაქმდება ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტში.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სრულყოფილად;
  • MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ACCA- კურსები ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • სასურველია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება


პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


 სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამთვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, შეისწავლიან, ფინანსურ სააღრიცხვო პროგრამებს, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV