„ F T G “ არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის ორგანიზებას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა საქმის მაღალი ხარისხით და სიზუსტით.
ამ ეტაპზე კომპანია „ F T G “ აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დისპეჩერის თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი: დიდი დიღომი , მარკო პოლოს 12;
სამუშაო გრაფიკი: 2 დღეში ერთხელ, ღამის 02:00–დან დილის 09:00 მდე;
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი, რომელიც მერყეობს 1200-2500 ლარამდე, ეს აბსოლიტურად დამოკიდებულია თანამშრომლის მონდომებაზე;
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- Gmail, Google და Google Maps–თან მუშაობის გამოცდილება;
- ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ( სასურველია);
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
- ბროკერებთან მოლაპარაკების წარმოება;
- მარშუტის დაგეგვმა მძღოლისთვის;
- დროის კონტროლი;
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაციის მარტივად დამყარების უნარი;
- ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისად ვეძებთ მოტივირებულ გუნდის წევრებს, თუ თვლით რომ თქვენი ინტერესები და კომპანიის მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სასურველია სამოტივაციო წერილი მითითებულ ელ–ფოსტაზე: infoftg21@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია.
F T G გისურვებთ წარმატებას!