სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია “ლიდერ პლასტი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოებიდან საწყობში შესული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება;
- წარმოებიდან საწყობში შესული პროდუქციის რაოდენობის ასახვა;
- საქონლის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და პროდუქციის აღრიცხვა;
- ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
- ნაშთების კონტროლი;
- სალაროსთან მუშაობა/კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რომელიმე საბუღალტრო/სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ადგილმდებარეობა : გიორგი მუხაძის 6/6, ორხევი.
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 09:00-17:00 საათი.
კომპანია უზრუნველყოფს კვებას.
თუ თქვენი მონაცემები შესაბამისობაშია საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@liderplast.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 558632021.