„2 ტონა“ კრაფტ ლუდის ლუდსახარში და სამზარეულოა თბილისში, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს. აქ მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ლუდი და, რაც მთავარია, სწორედ შერჩეულ კერძებთან ერთად შეიგრძნონ საკვებისა და ლუდის იდეალური სინთეზი.
„2 ტონას“ გუნდი ეძებს რესტორნის სერვის მენეჯერს.
მოვალეობები
- ფილიალში შრომის უსაფრთხოების, ხარისხის, ჰიგიენის და მომსახურების და სხვა დადგენილი სტანდარტების დაცვა და სათანადოდ შესრულების უზრუნვლეყოფა;
- კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
- მომსახურე პერსონალისთვის ყოველდღიური ტრენინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
- ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარება თანამშრომლებისათვის, წინა დღის პრობლემური სიტუაციების განხილვა,გაანალიზხება,გადაჭრის გზების ძიება, სტოპ და სტარტ პროდუქტების გაცნობა;
- ნაღდი ფულის/ სალაროს პროცედურების კონტროლი (თანხის მიღება/გაცემა, დანაკლისი/ზედმეტობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებაზე); მომსახურე პერსონალის ტრენინგი და მონიტორინგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
- რესტორნის მენჯერთან ერთად მომხმარებლის მომსახურებების ხარისხის მენეჯმენტი, მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება, პრობლემის დროულად აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზედმიწევნით ზრუნვა.
- რესტორნის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში ცვლის დაგეგმვა, გუნდის ხელმძღვანელობა, სათანადო პიზიციური გადანაწილება მაღალი დონის სერვისის გასაწევად, რეკომენდაციების გაცემა გაყიდვების გაზრდის მიზნით.
- დაქვემდებარებული პერსონალისა და მომსახურე პირების მიერ სამუშაოს შესრულების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის მიღება მომწოდებელი კომპანიისგან მითვლა/მიწონვა შეფთან ან მის წარმომადგენელთან ერთად, შესაბისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- რესტორნის მენეჯერთან შეთანხმებით შესყიდვების დეპარტამნეტთან შეკვეთების გაგზავნა უფლებამოსილების ფარგლებში;
- გახსნის/დახურვის პროცესის უზრუნველყოფა დადგენილი წესების შესაბამისად,
მოთხოვნები
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
- 1 ლიანი სამუშაო გამოცილება სერვის-მენეჯერის პოზიციაზე
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-თვისებები :
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-მისამართზე: hr@2tons.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
- დროის სწორად მართვის უნარი;
- მენეჯერული უნარი;
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-მისამართზე: hr@2tons.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება