მარკეტინგის მენეჯერი

სხვა, თბილისი სრული განაკვეთი ვაკო მოტორსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:
  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქალაქგარეთ - წიწამურში (საგურამოს გადასახვევთან);
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფას თბილისიდან და პირიქით;
  • ყოველწლიურ ბონუსს შესრულებული შეფასების სამუშაოდან გამომდინარე;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ტრენინგების დაფინანსებას;
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

 
ფუნქცია - მოვალეობები:
  • კომპანიის სრული მარკეტინგული სტრატეგიის (სამოქმედო გეგმა, ბიუჯეტი) შემუშავება;
  • ბაზრის კვლევა - არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
  • კომპანიის ბრენდბუქის შექმნა დიზაინერთან ერთად და შესაბამისი სარეკლამო/მარკეტინგული მასალების მომზადება;
  • მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება და სხვა შიდა ღონისძიებების მარკეტინგული მხარდაჭერა;
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
  • ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
  • ციფრული კამპანიების განხორციელება და მართვა;
  • კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური გვერდების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) და რუსული (მინიმუმ B1) ენების ცოდნა;
  • აუცილებელია MS Office პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Ads Manager - ის ცოდნა;
  • სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.

 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი - წიწამური (მის: თბილისის გზატკეცილი, საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს), ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელ.მისამართზე: HR@vakomotors.ge . გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "მარკეტინგის მენეჯერი".
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით cv-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!