ცხელების მზარეული / შეფ დეპარტი

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი დეპო
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
რესტორანი დეპო აცხადებს ვაკანსიას ცხელების მზარეულის პოზიციაზე (შეფ დეპარტი) საუზმის ცვლის (Chef de partie of breakfasts) 
 დეპო ის ადგილია სადაც კომფორტული და საინტერესო გარემო არამხოლოდ სტუმრებისათვის, არამედ თანამშრომლებისათვისაც იქმნება. 
 
ადგილმდებარეობა: თბილისი, შალვა ღამბაშიძეს 10; 
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათიანი ცვლა (1 საათში 9 ლარიანი ანაზღაურება + ბონუსებთა სისტემა), 1 საათიანი შესვენება. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება; 
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით; 
  • მენიუს სრულყოფილად ცოდნა; 
  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა; 
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი; 
  • მარაგების ამოწურვის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისადმი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სტრესულ გარემოში ორგანიზებულად მუშაობის უნარი; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • გუნდური მუშაობის სურვილი და უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 
  • შეძლებ მუშაობას მყუდრო და მეგობრულ გარემოში; 
  • ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კვებას; 
  • საღამოს ცვლაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არყოფნის შემთხვევაში ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას; 
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. 
 
CV-ის გადარჩევის შემდეგ კანდიდატები რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს დაბარებულნი იქნებიან გასაუბრებაზე. 
 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: Depo.Tbilisi@gmail.com  
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - შეფ დეპარტი.