ბარმენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი დეპო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
რესტორანი დეპო აცხადებს ვაკანსიას ბარმენეჯერის პოზიციაზე 
 
დეპო ის ადგილია სადაც კომფორტული და საინტერესო გარემო არამხოლოდ სტუმრებისათვის, არამედ თანამშრომლებისათვისაც იქმნება. 
 
ადგილმდებარეობა: თბილისი, შალვა ღამბაშიძეს 10; 
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათიანი ცვლა (1 საათში 10 ლარიანი ანაზღაურება + ბონუსებთა სისტემა) გრაფიკი ცვლებით, 1 საათიანი შესვენება. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მარაგებისა და ინვენტარის კონტროლი; 
  • დისტრიბუტორებთან დროული კავშირის დამყარება მარაგების შესავსებად; 
  • ბარის თანამშრომლების კონტროლი, მათთვის ცხრილის შედგენა, ტრენინგი; 
  • პასუხისმგებლობა არსებული სტანდარტების შენარჩუნებასა და განვითარებაზე; 
  • სიახლეების დანერგვა შეთანხმებით; 
  • თვიური აღწერის ჩატარება ბარში; 
  • სისუფთავის კონტროლი ბარში; 
  • ბარის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სამუშაო გამოცდილება ბარში მინიმუმ 1 წელი (უპირატესია 2 წელზე მეტი გამოცდილების ქონა ბარში); 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • გუნდური მუშაობის სურვილი და უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 
  • შეძლებ მუშაობას მყუდრო და მეგობრულ გარემოში; 
  • ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კვებას; 
  • საღამოს ცვლაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არყოფნის შემთხვევაში ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას; 
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. 
 
CV-ის გადარჩევის შემდეგ კანდიდატები რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს დაბარებულნი იქნებიან გასაუბრებაზე. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე:  Depo.Tbilisi@gmail.com  
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ბარმენეჯერი.