პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს  ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.  

ძირითადი პასუხიმგებლობები:  
  • დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება; 
  • პოლისების დროული და სრულყოფილი ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში; 
  • ცვლილებების შესახებ კორეპონდენციის მართვა, დამუშავება და პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა; 
  • სადაზღვევო დოკუმენტაციის კორექტულობისა და სრულყოფილების შემოწმება, აღრიცხვა და შენახვა;  
  • ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება 

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი; 
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად; 
  • სასურველია პოლისების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა; 

პიროვნული მახასიათებლები 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • არაკონფლიქტურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV  ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.  
განაცხადები მიიღება 2023 წლის  27 მარტამდე. 
 
წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).