საწყობის თანამშრომელი

მცხეთა სრული განაკვეთი ლიდერფუდი
მივლინება: არა ხელფასი: 900
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში. 
შპს „ლიდერი-ფუდი“ სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს თბილისში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:  
პოზიცია: საწყობის თანამშრომელი 
დასაქმების ადგილი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. 73 
სამუშაო განაკვეთი: სამ დღეში ერთხელ 
ანაზღაურება: 900 ლარიდან 
 
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს საწყობის თანამშრომლის საქმიანობას: 
  • პროდუქციის ასორტიმენტის  სრულყოფილი ცოდნა;  
  • პროდუქციის ასორტიმენტის  შენახვისა და რეალიზაციის ვადის კონტროლი; 
  • პროდუქციის ასორტიმენტის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვის უზრუნველყოფა; 
  • სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის ასორტიმენტის რაოდენობრივი და სახეობრივი  უზრუნველყოფა; 
  • არსებული სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციის შესრულება; 
 
კომპანია უზრუნველყოფს : 
  • სამჯერადი კვება; 
  • ტრანსპორტირება; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;   
 
კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას, ასორტიმენტის  სრულყოფილად შესასწავლად. 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2023 წლის 13 აპრილამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.  
შპს “ლიდერი-ფუდი“ გისურვებთ წარმატებებს! 
 თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშვებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.