სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება
კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა
კომპანია დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სოციალურ ქსელებში და სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური მედია პლატფორმების გამოყენების გამოცდილება (FB, Inst, Linkedin, Tik-tok);
- Instagram , Youtube ,Tik-tok მენეჯმენტის ცოდნა;
- გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
- გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
მოვალეობები:
- სოც მედია კამპანიების და სოციალური გვერდების მონიტორინგი;
- სოც მედია კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- სოციალურ ქსელებში რეკლამების გაშვება,რედაქტირება, მონიტორინგი;
- სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება
- მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
- ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
- პოსტების დიზაინის შექმნა;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, Tik-tok);
- სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.
- კომპანიის ვებ-გვერდის ფუნქციონალის გამართვა და დახვეწა;
- რეპორტების მომზადება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- კრეატიული აზროვნება;
- აქტიურობა და შემოქმედებითობა;
- სისხარტე;
- გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე;
- სამუშაო არ განიხილება დისტანციურად.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: cv@decoline.ge