ჩვენ ვართ კომპანია Gepherrini, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც 2014 წელს დაარსდა. გეფერინი წარმოდგენილია, ქვეყნის მასშტაბით ათამდე საკუთარი ფილიალითა და ექსპორტით 10 ქვეყანაში (ფრანჩიზა), საექსპორტო ქვეყნებია : აშშ, ქუვეითი, ჰონგ-კონგი, ჩინეთი, სინგაპური, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, ყაზახეთი და უკრაინა. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ წინსვლას.
„გეფერინში“ ვეძებთ რეზერვ მოლარე-კონულტანტს, ქ. თბილისში არსებული ყველა ფილიალისთვის და გთავაზობთ გუნდურ, მეგობრულ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
თუ გსურს, რომ ასეთი ატმოსფეროს შექმნის აქტიური თანამონაწილე იყო და ხარ:
- შრომისმოყვარე;
- პოზიტიური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- აქტიური;
- კომუნიკაბელური;
- მეგობრული ;
- პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული.
გაქვს:
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
იცი:
- უცხო ენა (ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე.
გიყვარს:
- მრავალფეროვანი საქმის კეთება
- ორგანიზება და საკუთარი ხედვის სხვებისთვის გაზიარება
მაშინ შენი მოვალეობა იქნება:
- ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა,
- სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა.
- არსებული სტანდარტის მიხედვით პროდუქციის განლაგება.
- პროდუქტის ეფექტურად პრეზენტირების უნარი;
- მომხმარებლის მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
- კომპანიაში დაგეგმილი ქსელური აქციებისადმი ყურადღება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: თვეში 22 დღე
ანაზღაურება:
- 900 – 1000 ლარი.
- 700 ფიქსირებული + ბონუსი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ, ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგზავნო შემდეგ მისამართზე: veronika.toidze@gepherrini.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვებ გვერდი: www.gepherrini.com