სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბურალტრის პოზიციაზე
კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მოვალეობები:
ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
- პროექტების მიხეთვით, საბუღალტრო პროგრამაში მიღებული საწვავის ჩამოწერები, ნაშთის მუდმივი მონიტორინგი;
- პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების კონტროლი საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად;
- შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯული მასალების/მომსახურებების ჩამოწერა „ფორმა N 2“-ის მიხედვით (მთ. ინჟინერის მითითებით);
- პროექტების ფინანსურ ანალიზში ჩართულობა, საბუღალტრო პროგრამიდან რეპორტების დამუშავება და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (პრიორიტეტი: სამშენებლო და წარმოების სფერო);
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
პიროვნული თვისებები / უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge
გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.