eMoney აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: AML განყოფილების ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება: AML განყოფილების ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დაქვემდებარება: გენერალური დირექტორი
კომპანიის შესახებ:
eMoney პირველი და უმსხვილესი ქართული ფინ-ტექ ჯგუფია, რომლეშიც შედის ელექტრონული საფულე eMoney.ge და კრიპტობირჟა MyCoins.ge. კომპანია 15 წლის წინ დაარსდა და დღეს სერვისს უწევს 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს. კომპანიის სერვისების გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- კომპანიის შიდა პოლიტიკა/პროცედურების დახვეწა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი
- საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა და კომპანიის სამუშაო პროცესებში იმპლემენტაცია
- საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაგზავნა
- მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების და შემდგომი მონიტორინგის პროცესის კონტროლი
- კომპანიის წარმოდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
- AML დეპარტამენტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი და გუნდის მართვა
- შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და არსებული პროცესების მუდმივი დახვეწა
- თანამშრომლების ინფორმირება და პერიოდული გადამზადება ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ცნობილი პრაქტიკების მიხედვით
- საკანონმდებლო მოთხოვნებით გათვალისწირებული რეპორტების მომზადება და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- AML კანონმდელობლობის და მასთან დაკავშირებული რეგულაცია/მოთხოვნების ზედმიწევნით ცოდნა
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან იურიდიული განხრით
- საბანკო ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სერტიფიკატი: Certified Regulatory Compliance Manager (CRCM), ან Certified Anti-Money Laundering Specialist (CAMS)
- ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული შიდა AML შემოწმების გავლის გამოცდილება
- კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობის მქონე კომპანიებში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
სამუშაო გრაფიკი:სრული
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე hr@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. განცხადების მიღების ვადა: 1 აპრილი