სერვის ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი eMoney
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
eMoney აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვის ცენტრის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დაქვემდებარება: მომსახურების ჯგუფის უფროსი

კომპანიის შესახებ:
eMoney პირველი და უმსხვილესი ქართული ფინ-ტექ ჯგუფია, რომლეშიც შედის ელექტრონული საფულე eMoney.ge და კრიპტობირჟა MyCoins.ge. კომპანია 15 წლის წინ დაარსდა და დღეს სერვისს უწევს 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს. კომპანიის სერვისების გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
  • show room-ში შემოსული მომხმარებლის იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის პროცედურის გატარება 
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა; 
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კლიენტთა მომსახურების მიმართულებით 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული მეტყველების და წერის უნარი;
  • ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიახლეების მიმართ სწრაფად ადაპტაციის უნარი
  • მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება).
  • ბლოკჩეინ სერვისებისადმი ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი:
  • შეთანხმებული მორიგეობის გრაფიკით

აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე hr@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 
განცხადების მიღების ვადა: 1 აპრილი