"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.
იმპოსტი მეპ-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:
- საინჟინრო სისტემების პროექტირება;
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
- გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
- წყალგაყვანილობის სისტემები;
- ელექტრობა და სუსტი დენები;
საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი MEP’’ აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო სისტემების პროექტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობებია:
- საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ტექნიკური დავალების მიხედვით ( გათბობა-გაგრილება , ვენტილაცია , წყალმომარაგება , კანალიზაცია , სანიაღვრე , ხანძარქრობის სისტემებისთვის );
- შესაბამისი ქსელებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
- წამყვანი სპეციალისტების დავალების შესრულება;
- სპეციფიკაციის ამოღება საინჟინრო პროექტიდან;
- პროექტის რევიზია/ოპტიმიზაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან არასრული უმაღლესი;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- სასურველია AutoCAD MEP-ის ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ოპერატიული აზროვნების უნარი;
სამუშაო პირობები:
- მდებარეობა: თბილისი.
- სამუშაო გრაფიკი: სრული.
- ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@imep.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საინჟინრო სისტემების პროექტანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განხიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!