კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 25 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 -სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ!
ბეკო აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი .
ზოგადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სამუშაო პროცედურების მკაცრი დაცვა
- მართვის მოწმობა „B”
მოვალეობები:
- ნებისმიერი ელექტრო დაზიანების შეკეთება.
- ნებისმიერი მექანიკური დაზიანების შეკეთება.
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზინების დროულად აღმოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დისციპლინირებულობა
CV- ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@beko.com.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.