„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი - დიღომი, ვაკე, საბურთალო, გალერია
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები (დღეგამოშვებით)
ანაზღაურება: 800
ძირითადი მოვალეობები:
- ფუნქციონალური მოვალეობებისა და მოცემული ინსტრუქციის მკაცრად დაცვა კონკრეტული საგუშაგოების მიხედვით;
- მატერიალური ფასეულობის დაკარგვის, დატაცების ან დაზიანების აღკვეთის მიზნით, მუდმივი დაკვირვების და კონტროლის წარმოება, როგორც მომხმარებელზე, ასევე მომსახურე პერსონალზე;
- საგუშაგოებზე ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება;
- სამუშაო დღის ბოლოს, გამოვლენილი ფაქტების ანალიზი და შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა.
გთავაზობთ:
- 50%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 577200712. მარტივად შეავსე აპლიკაცია მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/LAuyMkhXrPpJU6Ys7 გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrg@goodwill.ge ან vacancy@goodwill.ge
გისურვებთ წარმატებას!