თავდაპირველად გაგეცნობით: "ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა.
თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას გაყიდვების დეპარტამენტში „მძღოლის“ პოზიციაზე, ბათუმში.
გვსურს:
- თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
- სტუმრების დახვედრა და ტრანსფერი სასტუმრომდე;
- კურიერული (დოკუმენტაცია) მომსახურების გაწევა;
- ოფისის მომარაგებისას სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
- ავტომანქანის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
თუ შენ ფლობ:
- საშუალო ან პროფესიულ განათლებას
- გაქვს გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასურველია)
- მანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა: B კატეგორია;
- გამართულად ფლობ ქართულ ენას. რუსულ და ინგლისურ ენებს უცხოენოვან სტუმრებთან პირველადი კომუნიკაციისთვის;
- და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზიარებ ,,ალიანს ჯგუფის“ ღირებულებებს
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში 800 ლარი
- კორპორატიულ ნომერს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliance.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი: “მძღოლი“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!