გაზგასამართი სადგურის გამმართველი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოგაზი
მივლინება: არა ხელფასი: 500
ავტო-მოტო სერვისი: აგს-ის ოპერატორი
კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში გაზგასამართი სადგურის გამმართველის პოზიციაზე. 
 
ადგილმდებარეობა: 
  •  ვარკეთილი; 
  • აეროპორტი; 
  • ლოჭინი; 

სამუშაო საათები:
24 საათიანი ცვლა ყოველ მეოთხე დღეს 
ანაზღაურება: 500 ლარი გადასახადების გარეშე. 
 
ბენეფიტები:  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კვარტალური საბონუსე სისტემა; 
  • პროფესიული განვითარება. 

ფუნქცია/მოვალეობები: 

  • ავტომობილის გამართვა ბუნებრივი აირით; 
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვა; 
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 
  • სალარო ოპერაციების შესრულება; 
  • მომხმარებლის ინფორმირება არსებული აქციისა და ფასდაკლების შესახებ. 
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: 
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • საბაზისო მათემატიკური უნარები; 
  • ზეპირი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა. 
 
თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 591205281. 
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის და სამუშაო ადგილის დასახელება. 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. 
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.