მასაჟისტი

თბილისი სრული განაკვეთი Oktopus Fitness Club
სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა: მასაჟისტი

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 3 ფილიალს თბილისის მაშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.

კლუბი ორიენტირებულია პროგრესზე, მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე ტენდენციების დანერგვაზე. მრავალფეროვანი სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გარდა, კლუბს აქვს დამახასიათებელი ავანგარდული ინტერიერი და კომფორტული გარემო.

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

მასაჟისტი აუცილებელია ატარებდეს შემდეგ პროცედურებს:

  • სარელაქსაციო ,
  • ანტიცელულიტური ,
  • გამაჯანსაღებელი ,
  • სპორტული ,
  • ზურგის და ქვედა კიდურების მასაჟი .

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე : hr@oktopus.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს.https://www.oktopus.ge/