კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 2500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.  
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/ 
შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 
მდებარეობა: თბილისი და ვიზიტები სხვადასხვა რეგიონებში 
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი-შაბათი  
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ აღნიშნული პოზიცია მოიცავს პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტებს რეგიონებში. 

 
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება  
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ გაყიდვებში 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 
  • აგრონომიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • საჭიროა ავტომობილის მართვის ცოდნა. 
  
ძირითადი მოვალეობები: 
  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება; 
  • პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება; 
  • მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება; 
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; 
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება; 
  • გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი; 
  • ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება; 
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი; 
 
უნარები: 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; 
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა; 
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა; 
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები. 
 
ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით 
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი 
  
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე 
ანაზღაურება: ხელფასი ფიქსირებული 2500 ლარი + ბონუსი 
  
  
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.utalishvili@agronom.com.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.