გენერალური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
მივლინება: არა ხელფასი: 2000 +ბონუსი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!  
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები 


მოვალეობები:    
  • პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე.  
  • პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე.  
  • აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს.  
  • ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს.  
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.  

მოთხოვნები: 
  • მსგავს სფეროში მუშაობის  გამოცდილება 
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი 
  •  თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა 
  • მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა 
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.  
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
 
 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 577 34 98 38 
 
გისურვებთ წარმატებებს! 
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ 
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი 
ტელ: + 995 32 2 907 907