მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი ღვინის რესტორანი რეზერვი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
ღვინის რესტორანი რეზერვი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
„რეზერვი“ ეს არის ახალი ხედვა ქართულ გასტრონომიულ ბაზარზე, ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და შევუქმნათ სასიამოვნო გარემო. 

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება.
  • მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა.
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნა.
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა
  • სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია, მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
  • კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ტრენინგებს, პროფესიული უნარების გასავითარებლად.
  • კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კვებით უზრუნველყოფას.

ანაზღაურება: 1 200 ლარიდან
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (დღეში 8 საათი), 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის #3

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.reservewine@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება