ჯეტექსი - აცხადებს სტაჟირებას
ჯეტექსი - საპროექტო ორგანიზაცია დაარსდა 2019 წელს და დამკვეთს სთავაზობს საინჟინრო და საპროექტო მომსახურების სრულ სპექტრს – კონსულტაცია, დაგეგმარება, მონტაჟი, საჭირო მოწყობილობებითა და დანადგარებით უზრუნველყოფა. ჯეტექსი, როგორც საპროექტო ორგანიზაცია დაარსდა 2019 წელს.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://jetex.ge/
სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:
- საინჟინრო სისტემები;
- კომპიუტერული პროგრამები;
- საინჟინრო სისტემების პროექტირება;
სტაჟირება გაგრძელდება ოთხი თვე. პირველი ორი თვე არაანაზღაურებადი. შემდეგი ორი თვე ანაზღაურებადი - თვეში 500 (ხუთასი) ლარი.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გთავაზობთ დასაქმებას პროექტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე ninooutsource@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ჯეტექსი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ჯეტექსისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.