შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და  ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 
 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND,  MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE 
 
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით; 
  • შესყიდვების დაგეგმვა, დროული მიწოდების უზრუნველყოფა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა; 
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია; 
  • მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება; 
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება; 
  • მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება; 
  • სატენდერო წინადადებების მონიტორინგი; 
  • პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა; 
  • შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა. 

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • თურქული ენის ცოდნა (სასურველია); 
  • სხვადასხვა სახის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft). 
  • 1C პროგრამის ცოდნა (სასურველია); 
  • სადისტრიბუციო კომპანიაში,  მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 

ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კორპორატიული ნომერი (ყოველთვიური ულიმიტო პაკეტი); 
 
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
გისურვებთ წარმატებებს !