შოურუმის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი BMW და Mini
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
BMW და MINI-ის  ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში შემოსულ მომხმარებლებთან დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და გადამისამართება შესაბამის ადრესატთან;
  • კომპანიაში შემოსული მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
  • შოურუმში არსებული ბრენდირებული პროდუქციის განლაგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
  • ბრენდირებული პროდუქციის ცოდნა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთან;
  • ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების ან მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შოურუმის კონსულტანტი.
გისურვებთ წარმატებას!