მოლარე

მივლინება: არა ხელფასი: 750 - 850
გაყიდვები: მოლარე
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი,  
ანაზღაურება: 750-850 ლარი 
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
 

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება: 
  • მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება, სწრაფი და ეფექტური მომსახურება; 
  • სასიამოვნო გარემოს შექმნა როგორც გუნდის წევრებისთვის , ასევე მომხმარებლებისთვის; 
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; 
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორების წესების სრული დაცვით წარმოება;   
  • შეკვეთების სისტემური ფორმირება; 
  • პროდუქციის რეალიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების    ატვირთვა; 
  • სამუშაო სივრცის სისუფთავე და მოწესრიგებულობა. 

შენგან ჩვენ გვჭირდება: 

  • ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია; 
  • მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება - ძალიან სასიამოვნო იქნება; 
  • 1ც პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 
 
ჩვენ ამ პოზიციაზე გვჭირდება: 
  • ორგანიზებულობა; 
  • აქტიურობა და სისწრაფე; 
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • განვითარებაზე კონცენტრირებულობა;  
 
კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.  
ჩვენ კი გთავაზობთ ძალიან მეგობრულ, ადამიანურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს.  
 
თუ  აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:  
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს; 
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  არაუგვიანეს 2023 წლის  25 მარტის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში. 
გისურვებთ წარმატებებს!