ანგარიშის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ანგარიშების მენეჯერი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ანგარიშის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტისათვის საბანკო მომსახურების პირობებისა და საბანკო პროდუქტების გაცნობა/კონსულტაცია და შეთავაზება  
  • კლიენტის ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო
  • უმაღლესი განათლება (საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით)  
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა  
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები, საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება  
  • ლოგიკური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება  
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი  
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი  
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვა  
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი  

სასურველი
  • ბანკში კლიენტთა ანგარიშების მომსახურე თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება  
  • საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება  

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე:  vacancy@cartubank.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული. განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 აპრილი წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.