მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვეტერინარული კომპანია ინვეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მაშტაბით. 
 
სამუშაო განრიგი: სრული 
სამუშაო დრო: ორშაბათი–პარასკევი (09:00–18:00 სთ) 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბაზრის კვლევის წარმოებაში მონაწილეობის მიღება; 
  • კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მარკეტინგული ანალიზების გაკეთებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ექსპორტის მიმართულების განვითარების მიზნით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში  მონაწილეობის მიღება; 
  • ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება; 
  • კონკურენტების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება; 
  • კომპანიის და თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა; 
  • ახალ პროდუქტებსა და ბრენდებზე მუშაობა; 
  • სარეკლამო სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა; 
  • გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა; 
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ორგანიზაციის მონაწილეობის ორგანიზება; (გამოფენები, პრეზენტაციები და ა.შ.) 
  • კომპანიის სოციალური ქსელების გვერდის მართვა; 
  • კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია; 
  • კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება; 
  • ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა; 
  • MS Office-ის (Word, Excel) Power Point; Photo Shop სრულყოფილი ცოდნა; 
  • სასურველია CorelDRAW პროგრამის ცოდნა; 
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • ბიუჯეტირების და მათემატიკური აზროვნების უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2023 წლის  15 აპრილამდე.  
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს!