კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ევროპროდუქტი
მივლინება: არა ხელფასი: 900
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია  „ევროპროდუქტი“ 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 35 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.
ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს.

კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, ივანე მაჩაბლის ქ. # 17. (კაკლები)
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, 10:00 საათიდან 23:00 საათამდე; (თვეში 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება:  ფიქსირებული 900 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • სააქციო პროდუქციის გაცნობა მომხმარებლისთვის.

რას გთვაზობთ?
  • სტაჟის დანამატი;
  • საბონუსე სისტემა;
  • ტრანპსორტირება გარკვეული ადგილმდებარეობიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • პოზიციური დაწინაურება;
  • ტრენინგები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია: https://forms.gle/3wFzCRmpJ6mppc768
ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „კონსულტანტი - კაკლები“,  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!