კომლენდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში ქუთაისში
მოვალეობები:
- დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
- გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
- ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
- შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
- შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
- გასცეს გაყიდული საქონელი;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
- მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.
- მომხმარებელს მოემსახუროს პროფესიონალურათ , ეფექტურათ და თავაზიანათ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 12 თვე);
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი ;
- უცხო ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- გამართული , დამაჯერებელი მეტყველების უნარი (აუცილებელია);
- მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- პედანტურობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
- მოტივაცია, ორგანიზებულობა და ენერგიულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი; კვირაში 6 დღე , დღეში 8 საათი.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: comland999@gmail.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!