კომპანია „პროფი” 12 წელია მოღვაწეობს საღებავების და სამღებრო აქსესუარების რეალიზაციის სფეროში. ვფლობთ 4 საცალო მაღაზიას თბილისში და საწყობს ბათუმში.
ჩვენი ქსელის კონცეფციაა შესთავაზოს კლიენტს სამღებრო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი მასალები ერთ სივრცეში.
ჩვენი ხარისხიანი პროდუქციით, მომხმარებლებისთვის პატიოსანი და გულწრფელი დამოკიდებულებით, მოვიპოვეთ ბევრი ერთგული კლიენტი.
ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: ნიკორა ჯგუფი, ელიტა ბურჯი, რედკო, სოკარი და სხვა მრავალი.
ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტი თანამდებობაზე. (საქმიანობიდან გამომდინარე განიხილებიან მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატები)
მოვალეობები:
- კლიენტების მომსახურება, კონსულტაცია, პროდუქცის საცალო რეალიზაცია;
- არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და სიახლეებზე გაცნობა;
- პროდუქციის მერჩენდაიზინგი;
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების გაკეთება;
- ვადების კონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- მომხმარებლებისთვის ინვოისის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გამოწერა;
- ფილიალის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება.
- სამუშაო გრაფიკი - ორშ-შაბ. 9:00AM - 6:00PM
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში გაყიდვების ან სხვა მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
- სიახლეებისადმი ინტერესი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მოჭრილ ხელფასს პლუს პრემიას გეგმის გადაცილებაზე;
- კორპორატიულ ნომერს;
- დაზღვევას;
- ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად
- ყველა საჭირო სამუშაო პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkhamashuridze@profi.ge -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს!