უნივერსალური მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი მისო კრედიტორი
ხელფასი: 700 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: მოლარე (საბანკო), ექსპერტ-შემფასებელი (ძვირფასი ლითონები)

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრედიტორი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

"კრედიტორი“ გთავაზობთ:

  •  პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  •  მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  •  მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
  •  სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
  •  სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  •  ძვირფასი ლითონების (ოქროს) შეფასება.

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება (სასურველია);
  •  სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  •  კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
  •  პუნქტუალობა, აკურატულობა,
  •  კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  •  ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;

 

ანაზღაურება 700 GEL + დაზღვევა + ბონუსი.

 

დაინტერესებულ პირებს 15/04/2023 მდე შეუძლიათ გამოაგზავნონ (CV ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@creditor.ge და საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უნივერსალური მოლარე“.

კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.