ბარმენი

მარნეული სრული განაკვეთი betlive.club
ხელფასი: 700
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი

betlive.club არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.

betlive.club აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: ბარმენი-მარნეული

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)

სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და მათი მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
  • მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
  • ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;
  • გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება;

საჭირო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

betlive.club გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • Fitpass;
  • დრესკოდის უზრუნველყოფას
  • სამზარეულოს
  • კომპანიისგან სერთიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კოლეგიალურ-გუნდურ კოლექტივს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 700 ლარი

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.