შპს "აკვალაინი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საპროექტო დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
- მოლაპარაკების ეტაპზე ჩართულობა შესაბამის ხელმძღვანელთან ერთად;
- პროექტების გეგმის გაწერა და მართვა შესაბამის ხელმძღვანელთან ერთად;
- დაგეგმილი სამუშაო პროცესის ყოველდღიური კონტროლი;
- თითოეული პროექტის ვადის კონტროლი და მის მიმართებაში პროცესების მართვა;
- ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან;
- კვირის შეჯამება, სრულყოფილი ინფორმაციის გადაცემა შესაბამის დეპარტამენტთან;
მოთხოვნები:
- განათლება: მშენებლობა, ეკონომიკა, ბიზნესი ან სხვა მათთან დაკავშირებული მიმართულება - განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
- პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
- სასურველია autocad - ის მინიმალურ დონეზე ცოდნა და საპროექტო ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდში მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- სტაჟირების პერიოდი: სამი თვე
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კომპანიის დაწესებულ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- CV-ის გადარჩევა
- IQ ტესტი
- გასაუბრება
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
- სამედიცინო დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aqualine.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.aqualine.ge