გაყიდვების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო Marjan Plaza
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი

სასტუმრო მარჯან პლაზა  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის   პოზიციაზე  

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65

სამუშაო საათები: 9 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 2 დასვენების დღე

სამუშაო დღის განმავლობაში 1 საათიანი შესვენება


ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • გაყიდვების წლიური და კვარტლური გეგმების შედგენაში მენეჯერთან ერთად მონაწილეობა; 
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება; 
  • მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება, კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება; 
  • ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება; 
  • ბრენდის განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვაში, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება);  
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია; 
  • ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება; 
  • გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა;
  • კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქტის შეფასება;
  • სასტუმროში მიმდინარე სიახლეების და პროცედურების  შესახებ  სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; 
  • MS Office-ის ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 


საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა. 


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება - „გაყიდვების აგენტი“

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 1 (ერთი) წლის განმავლობაში.


გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!