მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი PAUL
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას  მიმტანის პოზიციაზე. 
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითიც ფრანგული პური გაითქვა მთელ მსოფლიოში.  

ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება; 
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა; 
  • სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით; 
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა; 
  • რესტორანში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე 
 
პიროვნული თვისებები: 
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  •  სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა 
  •  მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა 
  •  პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა 
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა 
  •  დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი 
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი 
  
სამუშაო გრაფიკი: ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან; 
ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე + ,,ჩაი''. 
ხელფასი : საათში - 3.50 ლარი, ზეგანაკვეთური - 3.70 ლარი. 
 
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Giorgigogoladzee90@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (,,მიმტანი''), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 558 10 76 76; +995 555 96 56 57 
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით. 
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!