ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების ახალი დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის მომზადების პროცესში გამოიკვლიოს საპროექტო მიწის ნაკვეთის რელიეფი, არსებული ნაგებობები, ჭები, ხე-ნარგავები და სხვა ზედაპირული ობიექტები;
- მშენებლობის დაწყებამდე აიღოს მყარი წერტილები და მშენებლების გეოდეზისტებს გადააბაროს (X, Y, Z კოორდინატები), რომლითაც მშენებლობის პროცესში იხელმძღვანელებენ;
- მშენებლობის პროცესში შეამოწმოს და ჩაიბაროს შემსრულებლის მიერ დაკვალულ გეოდეზიური წერტილები: წითელი ხაზები; ხიმინჯები; ქვაბულის კონტური; ღერძები; სხვადასხვა კონსტრუქციული ელემენტები; კონსტრუქციული ელემენტების პროექტთან შესაბამისობა; საჭიროების შემთხვევაში სხვა ნიშნულები თუ სამშენებლო კვანძები;
- შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიაწოდოს უშუალო ხელმძღვანელს და სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებს;
- მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი ცდომილებების შესახებ დაუყონებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს და სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინჟინერ-გეოდეზისტის განხრით;
- Auto CAD - ის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა.
სამუშაო გამოცდილება
- გეოდეზისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებზე მშენებლობის გამოცდილება;
- ტახეომეტრის, GPS და ნიველირის ინსტრუმენტების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@mpd.ge