პროგრამის ადმინისტრატორი

განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: პროგრამის ადმინისტრატორი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით,
  • Ms excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა,
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.


ძირითადი მოვალეობა:

  • ცენტრის სამედიცინო პროგრამის ადმინისტრირება,
  • პროგრამაში პრობლემების იდენტიფიცირება და პროგრამის დეველოპერისთვის გადაცემა;
  • პროგრამის დეველოპერთან ერთად პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე მუშაობა;
  • ცენტრში პროგრამული სიახლეების დანერგვა;
  • შესაძლებლობის ფარგლებში პროგრამული ხარვეზების დამოუკიდებლად გასწორება;
  • თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა, მხარდაჭერა, პროგრამასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;
  • კლინიკაში არსებული კვლევების, ანალიზების, ოპერაციების, მანიპულაციების პროგრამაში ატვირთვა, განახლება.


უნარ–ჩვევები:

  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV  ელ. ფოსტაზე   Vacancy.Surgery@aversi.com  2023  წლის 30 მარტის ჩათვლით. სათაურში(Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (პროგრამის ადმინისტრატორი).

ცენტრის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის  ეწვიეთ ვებ-გვერდს:  http://www.kirurgia.ge.