კომპანია "AJ Handmade"-ი აცხადებს ვაკანსიას პრომო-კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
ფუნქციები და მოვალეობები:
- პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- პროდუქციის გაყიდვა;
- გაყიდული პროდუქციის სისტემაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- უნდური მუშაობის უნარი;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო განრიგი:
სამუშაო დღე განისაზღვრება ცვლებით:
- I ცვლა - 10:00 - 16:00 სთ, 30 წთ შესვენება.
- II ცვლა - 16:00 - 22:00 სთ, 30 წთ შესვენება.
- კვირაში 1 დღე 10:00 - 22:00, 1 სთ შესვენება.
- კვირაში 1 დღე დასვენება.
ანაზღაურება:
- დღიური ხელფასი - 70-200 ლარი;
- დამატებითი ბონუსი კატეგორიების გეგმების შესრულების შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: ajhandmade.tm@gmail.com
ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!