შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფილოს ერთ-ერთ ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში მძღოლ-ექსპედიტორის პოზციაზე
კომპანია შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი, თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
მიმართულება: დისტრიბუცია.
პოზიცია: მძღოლ-ექსპედიტორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1300 ლარიდან 1700 ლარამდე (ქსელისა და გადატვირთვების შედეგების მიხედვით):
ფუნქცია – მოვალეობები:
- სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
- სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშაულების წინასწარ პალეტიზებული პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება (დამხმარე პერსონალთან ერთად);
- სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა / ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.
მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა B კატოეგორიის / სასურველია C კატეგორის ავტომობილის მართვის მოწმობა;
- დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, უნდა წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - “ მძღოლ-ექსპედიტორი“
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!