სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას “ტრენინგ სპეციალისტის“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტრენინგების გეგმის შესაბამისად აქტივობის დაგეგმვა,ორგანიზება და ჩატარება;
- ტრენინგ პროგრამების (სერვისი და მომსახურება) მომზადება და ჩატარება გაყიდვებში ჩართული თანამშრომლებისთვის;
- ტრენინგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,
- უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება(სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
- ტრენერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ტრენინგ სპეციალისტი თბილისი”.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.