ჩვენ ვემსახურებით ყველაზე მთავარს - ჯანმრთელ სიცოცხლეს!
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
„იმედი L“-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
„იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას საცალო დაზღვევის პროდუქტებისა და გაყიდვების არხების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, იმედი L-ის სათავო ოფისი
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი უნარები:
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი, 2023 წელი
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვევის საცალო პროდუქტების შექმნის, გაყიდვის და შემდგომი განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- სადაზღვევო ბაზრის კვლევა და სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება;
- გაყიდვების პოტენციური არხების მოძიება, აუცილებელი მოთხოვნების/საჭიროებების დადგენის და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების მიზნით;
- ახალი პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის აღწერილობის, მომსახურების მიღების პროცედურის, ციფრული მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ;
- არსებულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია, გაყიდვების პროცესის მონიტორინგისა და სადაზღვევო პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით;
- საცალო პროდუქტების გაყიდვისა და სხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მარკეტინგის მიმართულებით);
- გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამები.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული;
- ანალიტიკური აზროვნება;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.