პროგრამული კონსულტანტი

ბათუმი, ქუთაისი სრული განაკვეთი iTechnics
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია iTechnics-ი, სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც სურს გახდეს 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ბრენდის გუნდის წევრი  პროგრამული კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში. 

„აიტექნიკსში“ გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.    

განაკვეთი: სრული, ცვლები
დასვენება: კვირაში 2 დღე 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, საშუალოდ 1000 ლარიდან

ჩვენ გპირდებით: 
  • მეგობრულ, თბილ, გნვითარებასა და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომელთა წახალისებისა და მოტივაციისათვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ბენეფიტებს; 
  • Itechnics-ი მუდმივად იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე, სწავლა-განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე. 

ჩვენ შეგასწავლით:
  • Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
  • გაყიდვების ხელოვნებას;
  • კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
  • უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა; 
  • Apple-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება; 
  • გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სსურველია გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
  • სასურველია Apple-ის პროდუქციასთან მუშაობის გამოცდილება.
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სისხარტე და ოპერატიულობა;
  • ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანოონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

iTechnics გისურვებთ წარმატებებს!