პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს სტაჟირების პროგრამას ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით ლაბორატორიული საქმიანობის შესასწავლად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 3-6 თვე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1(თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს უკანა ეზო)
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9.30-დან 18-30 მდე (შესვენება 1 სთ)
შაბათი: 10 -დან 15 სთ- მდე (შესვენების გარეშე)
ანაზღაურება: სტაჟირების პირველი თვე ანაზღაურების გარეშე, შემდგომი პერიოდი 350 ლარი ზრდის პერსპექტივით
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაჟირების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ გამოცდილებას;
- დასაქმების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა კვალიფიკაცია აიმაღლონ ლაბორატორიულ საქმიანობაში ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით გერმანიაში, წამყვან ლაბორატორიულ ცენტრში;
სტაჟირების პროგრამაზე მისაღები კრიტერიუმები:
- საშუალოს შემდგომი არაუმაღლესი/პროფესიული განათლება (ექთანი/ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება (აუცილებელია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია და ა.შ );
- პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობა;
- კონფიდენციალობა.
- ენები:
- ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
- ინგლისური ან/და გერმანული - B2
- კომპიუტერული პროგრამები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამები
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: pathologyresearchcenter@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებას!